06 ივლისი 2024,   15:16
ვრცლად
მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის 5.7%-დან 2.9%-მდე შემცირებას ელოდება, საქართველოს ეკონომიკის პროგნოზს კი 5.5%-მდე ზრდის

მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუარესებს. ორგანიზაცია მსოფლიო ეკონომიკის 5.7%-დან 2.9%-მდე შემცირებას ელოდება, რაც, იანვარში პროგნოზირებულ 4.1%-თან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, პანდემიისა და ომის გამო გლობალური ეკონომიკა სუსტი ზრდისა და მზარდი ინფლაციის ფაზაში შედის, ეს კი რისკებს ზრდის, განსაკუთრებით საშუალო და დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ორგანიზაციის პროგნოზით ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებლი 2023-24 წლებშიც დარჩება.

გლობალური პროგნოზის გაუარესების ფონზე კი, მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის პროგნოზს 5.5%-მდე ზრდის. აპრილში ორგანიზაციამ საქართველოს პროგნოზი 2.5%-მდე შეამცირა, რაც რუსეთ-უკრაინის ომით ახსნა, თუმცა ახლა ანალიტიკოსებს გაცილებით პოზიტიური მოლოდინები გაუჩნდათ, რაც პროგნოზის გაუმჯობესებაზეც აისახა.

მსოფლიო ბანკმა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც გადახედა.
ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 8.9%-ით შემცირდება; თურქეთის 2.3%-ით გაიზრდება, 2.7%-იანი ზრდაა აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში ზრდის მაჩვენებელი 3.5%-ს მიაღწევს.

2022 წელს საქართველოში 7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს Galt & Taggart-ი.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა “თიბისი კაპიტალმაც”, რომელიც წელს ქვეყანაში 5.5%-ის ნაცვლად 7.5%-იან ზრდას ელოდება.

დღის ამბები