19 მაისი 2024,   03:57
ვრცლად
რუსებმა ხერსონის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გაიტაცეს - რა ვითარებაა ამ წუთებში უკრაინაში

აფეთქებების ხმა ისმოდა ღამით ხერსონის ოლქში. დაბომბილია რუსეთის მიერ ოკუპირებული ნოვა კახოვკა. რუსულმა ჯარებმა ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაიკავეს, გატაცებულია უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ჯარების თავდასხმას ლვოვის ოლქის ზოლოჩოვის დასახლებაზე. დაზიანებულია შენობები. დაშავებულთა შორისაა 1 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

4 ადამიანი დაიღუპა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ აპოსტოლოვოში რუსული ჯარების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად. რამდენი დაშავდა, ზუსტი ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების დასახლებებში შტურმით შეღწევას ცდილობენ; მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქ სევეროდონეცკში. შტურმის მცდელობა იყო ქალაქ ზოლოტესა და რუსეთის მიერ ოკუპირებული რუბიჟნეს მახლობლად. რუსულმა ჯარებმა შეტევა განახორციელეს დონეცკის ოლქის სოფელ ბერესტოვზეც. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ომს დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 4 ადამიანი.

დღის ამბები