"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის რადაში მმართველი პარტიის "ხალხის მსახურის" ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებებს გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, მსგავსი შეფასებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება საქართველოს დასაზიანებლად.
"ხედავთ, რომ მათი მხრიდან არის ჯიუტი მცდელობა, თუ მეორე ფრონტს ვერ ახსნევინებენ საქართველოს, მაშინ საქართველოს მაქსიმალური დაზიანება მოხდეს.
სწორედ ეს განცხადებები, რომლებიც მრავლად გვაქვს ნანახი, მათ შორის პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც ქვეყნის შიგნით გარკვეული განწყობის შექმნას უნდა მოხმარებოდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოეთხოვა მეტი კონფრონტაცია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით,
განცხადებები, რომ საქართველო არის შავი ხვრელი, იარაღით და მისი კომპონენტებით ამარაგებს რუსეთს და ასე შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ. მან ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება დახუროს.