19 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
ევროპის ქვეყნების ლიდერები, ამ წუთებში, ვოლიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მართავენ

გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, იტალიის პრემიერ-მინისტრი და რუმინეთის პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფებიან.

ამ წუთებში იმართება შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

იქამდე 4 ქვეყნის ლიდერი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების სანახავად ირპინშიც ჩავიდნენ. ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ დაანონსდა.

ხვალ ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაცია უნდა გასცეს.

დღის ამბები