19 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
"მიხარია, რომ ეს უნიკალური პროექტი საბოლოოდ დასრულდა" - "აკორ ჯგუფის" გენერალური დირექტორი Axis Tower-ის გახსნაზე 

თბილისში ყველაზე მაღალი ტყუპი ცათამბჯენები გაიხსნა, 147 მეტრიანი მრავალფუნქციური შენობები თანაინვესტირების ფონდისა და კომპანია აქსისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. დედაქალაქის "ტყუპები" 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს - საცხოვრებელი ფართები, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და რეკრეაციული შენობა.

"აქსის თაუერსის" დამფუძნებლის, ალექსანდრე მეჟევიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ დღეიდან "აქსის თაუერსი" ყველასთვის მეტ მნიშვნელობას შეიძენს.

"აკორ ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ალექსის დელარუფი ამბობს, რომ ამ უნიკალური პროექტის დასრულებით მოხარულია და "აკორს" სურვილი აქვს წვლილი შეიტანოს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

"ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ აქ ვიმყოფები. მე ამ რეგიონში "აკორის" წარმომადგენელი ვარ. მიხარია, რომ ეს უნიკალური პროექტი საბოლოოდ დასრულდა, რომ მოსახლეობისთვის და უცხოელი სტუმრობისთვის ხელმისაწვდომია. "აკორი" წამყვანი ოპერატორია მსოფლიოში, რომელიც ფლობს 5000-ზე მეტ სასდტუმროს და 800 ათასზე მეტ სასტუმროს ნომერს, ჩვენ 10 ათასზე მეტი რესტორანი გვაქვს, 20 ათასზე მეტი საკონფერენციო და შეხვედრის ოთახი. არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს საქართველოში, საუბარია წყალტუბოს სანატორიუმზე. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი ქვეყანაში. "აკორი" და მე შეყვარებული ვართ საქართველოზე, გვწამს მისი მომავლის და სურვილი გვაქვს მისი განვითარების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. გვსურს წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში," - აცხადებს დელარუფი.

დღის ამბები