06 ივლისი 2024,   15:17
ვრცლად
რუსეთ - უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 2.5% - ის ფარგლებში იქნება - რა პროგნოზები კეთდება მთავრობაში

პანდემია, ომმა ჩაანაცვლა - ორივე მსოფლიოს მთავარი გამოწვევა გახდა. გამოწვევა, რომელსაც ყველაზე და ყველაფერზე ჰქონდა და აქვს გავლენა. საქართველოში პანდემია დასტაბილურდა, ომის შესაძლო გავლენებზე კი ვარაუდები კვლავ ისმის. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 2.5%-ის ფარგლებში იქნება.

ჯერჯერობით, მთავრობა 6% - იანი ზრდის პროგნოზის გადახედვას არ ჩქარობს, თუმცა, მიაჩნია, რომ ქვეყანაში დამაიმედებელი ეკონომიკური ტენდენციებია, რაც უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

ხელისუფლებას ოპტიმისტურ მოლოდინს პირველი კვარტლის შედეგები აძლევს. პირველ კვარტალში პროგნოზირებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, 14,4% -იანი ზრდა დაფიქსირდა.

დამაიმედებელ ეკონომიკურ ტენდენციებში ერთ-ერთი ექსპორტია - საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 48.4%-ით გაიზარდა და 504.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ექსპორტის ასეთი მოცულობა საქართველოში არცერთი წლის არცერთ თვეში არ ყოფილა. ექსპორტთან ერთად, მაისში მკვეთრად გაიზარდა იმპორტიც, მილიარდს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტია. მთლიანობაში იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი წინა წელთან შედარებით 36.2%-ით, იმპორტი კი 37%-ითაა გაზრდილი.

მაისში საქართველოში რეკორდი მოხსნა ფულადმა გზავნილებმაც. ქვეყანაში 505.7 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია 36.8 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აშშ - 27.8 მილიონით.

რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია საარსებო მინიმუმმაც, ეს პირდაპირ უკავშირდება მაღალ ინფლაციას და ფასებს. საქსტატის მონაცემებით, მაისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 245 ლარი და 10 თეთრი გახდა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 39 ლარითა 50 თეთრით მეტია. შარშანდელთან შედარებით, წელს მაისში 35 ლარით გაიზარდა და 217 ლარი გახდა "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი. საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაში ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სურსათის ფასია. მაისში სურსათის ჯგუფში ფასები წლიურად 22%-ით გაიზარდა.

დღის ამბები