15 ნოემბერი 2024,   17:08
ვრცლად
მამუკა მდინარაძე - "ნაცების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმდენი "არანაცი" და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ ორგანიზატორებს ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და სააკაშვილი არ უხსენებიათ

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით,  აქციაზე მისულ ბევრ ადამიანს არ აინტერესებდა ვინ ვისი მომხრეა, მათი გზავნილი იყო, რომ ევროპა საქართველოს მომავალია.

"ეს იყო ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან, მათ შორის "ნაცმოძრაობის" მომხრეებისგან შემდგარი, გაგიკვირდებათ და ჩვენი მომხრეებისგან შემდგარი აქცია, რისთვისაც მთავარი მიზანი იყო – დაფიქსირებულიყო ევროპის მიმართ მხარდაჭერა იმის მიუხედავად, რომ ყველამ იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ "ნაცმოძრაობისა" და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

ვერ მოუთმინეს და ბოლოს მანიფესტის სახით გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა და წალეკვით და დაუმორჩილებლობით დაემუქრნენ ამ ქვეყანას. წალეკვა-დაუმორჩილებლობა კი არ სჭირდება ქვეყანას, არამედ შეთანხმება. გუშინ აქციაზე მისულ ბევრ ადამიანს არ აინტერესებდა ვინ ვისი მომხრეა, მათი გზავნილი იყო, რომ ევროპა საქართველოს მომავალია. უნდა შევთანხმდეთ, ეს ქვეყანა არის შავი ხვრელი, თუ ევროპული სახელმწიფო, რომელსაც უპირატესად ეკუთვნის ევროპული ოჯახის წევრობა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები