15 ნოემბერი 2024,   17:09
ვრცლად
მრავალათასიანი აქცია პარლამენტთან - რატომ მიიჩნევს "ოცნება", რომ მსგავსი აქციები პოლარიზაციას აღრმავებს და რას პასუხობს მათ ოპოზიცია

მრავალ ათასიან აქციას "შინ ევროპისკენ", რომელიც გუშინ საქართველოს პარლამენტთან გაიმართა და "ევროპის მოედანზე" დასრულდა, "ქართული ოცნება" კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულად მიიჩნევს.

მმართველი გუნდისთვის ევროპული კურსის მხარდასაჭერად მისული საზოგადოების რეაქცია მისაღებია, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია განცხადებები, რომელიც შეკრებაზე გაკეთდა. ხელისუფლების ცვლილება, ვადამდელი არჩევნები და დეოლიგარქიზაცია - ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ მაშინ როდესაც ქვეყანა ბრიუსელის საბოლოო პასუხის მოლოდინშია, მსგავსი მოწოდებები მხოლოდ საზოგადოების გახლეჩვას იწვევს.

აქციის პოლიტიზირებას კატეგორიულად გამორიცხავენ გუშინდელი შეკრების მონაწილე პოლიტიკოსები. მათი განმარტებით, აქცია ხელისუფლებისთვის ერთგვარი გზავნილი იყო, რომ საზოგადოება მათ უნდობლობას უცხადებს.

ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ოპოზიცია ერთადერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად მთავრობას მიიჩნევს. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს კიდევ ერთხელ ახსენებს ბრიუსელის 17 ივნისის პირველ გზავნილს - დეპოლარიაზაციას, რომლის მიღწევა მსგავსი მოწოდებების ფონზე შეუძლებელია.

დღის ამბები