"კურიერის" ჟურნალისტის კითხვაზე რა არის ევროკავშირის ძირითადი გზავნილი ქართველი ხალხისთვის და რამდენად სწრაფად შეიძლება დააკმაყოფილოს ქვეყანამ ევროპული კრიტერიუმები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისთვის ფუნდამენტური ცვლილებები, კორუფციასთან ბრძოლა და დამოუკიდებელი სასამართლოა.
შარლ მიშელის განცხადებით, ქართველმა ხალხმა და ქართულმა ხელისუფლებამ გააკეთა არჩევანი და მისი თქმით ეს არის თავისუფალი არჩევანი.
"პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის ევროპული პერსპექტივა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ფუნდამენტური რეფორმების წარმოება მნიშვნელოვანია. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ქართულ ინსტიტუტებთან რათა მათ პროგრესი განიცადონ.
მე დარწმუნებული ვარ თუ იქნება პოლიტიკური ნება, პოლიტიკურ ლანდშაფტში შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა. მე ვიცი, რომ მათ იციან რა არის სწორი ნაბიჯები. ჩვენ ვიცით იმ არჩევნის შესახებ რაც ქართველმა ხალხმა და ქართულმა ხელისუფლებამ გააკეთა. ეს არის თავისუფალი არჩევანი ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ მათ, რომ წინ წავიდეს ქვეყანა", - აცხადებს შარლ მიშელი.
თარგმანი, საზოგადოებრივი მაუწყებელი.