ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, გამომდინარე აქედან, საქართველო, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მისივე თქმით, ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა.
"რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისათვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული,"-აცხადებს კარ ჰარცელი.