15 ნოემბერი 2024,   17:07
ვრცლად
მოძრაობა "სირცხვილიას" ფეისბუქ გვერდს ერთ-ერთი ადმინი რუსეთიდან მართავს​

მოძრაობა "სირცხვილიას" ფეისბუქ გვერდს ერთ-ერთი ადმინი რუსეთიდან მართავს. ეს ინფორმაცია განთავსებულია მოძრაობა "სირცხვილიას" ფეისბუქზე, გვერდის გამჭირვალეობის ველში, სადაც წერია, რომ ამ გვერდის მმართველი ადამიანების ძირითადი ქვეყნის/რეგიონის მდებარეობა მოიცავს: საქართველოდან 20 ადამიანს, რუსეთიდან ერთს და ამერიკიდან ერთს. ორგანიზაციაში კი ამ ინფორმაციას ფეიკს უწოდებენ.

"ტყუილია ისევე როგორც დანარჩენი ინფორმაცია, რომელსაც ესენი ავრცელებენ. რუსეთიდან არ იმართება, არა მგონია, მე არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან არავინ იმართება "სირცხვილიაში,"- აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

დღის ამბები