15 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან - პოლიციამ სამანქანო შესასვლელი აქტივისტებისგან გაათავისუფლა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია. მოძრაობა "შინ ევროპისკენ" აქტივისტები მთავრობისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნას ცდილობენ. ისმის დასარტყამი ინსტრუმენტებისა და საყვირების ხმა. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. 

ადგილზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. აქციის მონაწილეები შეკრებილები იყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის სამანქანო შესასვლელთან, თუმცა პოლიციის ზემოქმედების შედეგად აქციის მონაწილეები სამანქანო შესასვლელიდან სამოქალაქო შესასვლელის მხარეს ასწიეს.

ამ დროისთვის აქცია მთავრობის ადმინისტრაციის სამოქალაქო შესასვლელთან გრძელდება.

დღის ამბები