03 ოქტომბერი 2024,   19:32
ვრცლად
შსს მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღებს არ თმობს

შსს კატეგორიული წინააღმდეგია , რომ მოსმენებთან დაკავშირებით  ე.წ. გასაღები გამოვიდეს  შსს-დან და მობილურ ოპერატორებს გადაეცეს. ამიტომ მათი ინიციატივაა, რომ გასაღები დარჩეს შსს-ს და კონტროლის მექანიზმი  შსს-თან ერთად ჰქონდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვვის ინსპექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ითხოვენ, რომ ეს გასაღები მობილურ ოპერატორებს გადაეცეს. მათ მოსაზრებას უცხოელი ექსპერტები და საპარლამენტო ოპოზიციაც იზიარებს.

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით დასკვნითი შეხვედრა იმართება პარლამენტში. საქართველოში მყოფი უცხოელი ექსპერტები ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფს, დეპუტატებს, არასამთავრობოებს, კანონ-პროექტის ავტორებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შს მინსიტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ შსს ე.წ. გასაღების დათმობის კატეგორიული წინააღმდეგია.

„უნდა გაძლიერდეს პერსონალურ  მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საზედამხედველო რგოლი. ეს კი თვალისწინებს ავტომატურ რეჟიმში ყველა ინფორმაციის გადაცემას  ინსპექტორისთვის და შესაბამისად ჩნდება ინსპქტორის მხრიდან ინფორმაციის გაკონტროლების და ზედამხედველობის   შესაძლებლობა,“ - ამბობს იზორია.   

ევროპელი სპეცლისტები მიიჩნევენრომ მოსმენების ე.წ-ი გასაღები ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას უნდა ჰქონდეს. ანალოგიურად ფიქრობს სამოქალაქო სექტორიც და იმედოვნებს, რომ კანონში შესაბამის ცვლილებას პირველ ნოემბრამდე შეიტანენ.  ამ მოსაზრებას იზიარებს საპარლამენტო ოპოზიციაც.

„გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ, ვფიქრობ, უნდა იყოს იმ შემოთავაზების სასარგებლოდ , რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაც უკავშირდება იმას, რომ შსს აღარ უნდა იყოს პირდაპირ მიერთებული მოსმენის  შესაძლებლობებზე და აქედან გამომდინარე, მობილურ ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ  პასუხისმგებლობაც, შესაძლებლობაც, რომ სასამართლო სანქციის შემთხვევაში განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები,“ - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი.  

კანონპროექტი პირველი მოსმენით ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიაზე იქნა მიღებული. მეორე მოსმენა კი საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. შესაბამის ცვლილებას პირველ ნოემბრამდე შეიტანენ. 

დღის ამბები