03 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
სარეაბილიტაციო სამუშაოები გურიაში

გურიაში სტიქიის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ოზურგეთის რაიონში საავტომობილო გზის აღდგენითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

სპეციალისტები წყლის ხარისხს სწავლობენ და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას რეგიონისთვის სასმელი წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში უხვმა ნალექმა დააზიანა წყალსაცავი, რის გამოც ოზურგეთი და მიმდებარე რამდენიმე სოფელი ამ დრომდე სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

24 სექტემბერს მთელი ღამე კვლავ გადაუღებლად წვიმდა გურიაში. აქ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ საგანგებო ბრიგადები, ასევე სამაშველო ჯგუფები და საპატულო პოლიცია. გვიანობამდე იწმინდებოდა ჩოხატაურის გზაზე, ნაბეღალვის ქარხანასთან მისასვლი გზა, რომელიც ჩამოშლილმა მთის მასამ ჩახერგა. რეგიონში არსებული მდგომარეობა დღის ბოლოს კიდევ ერთხელ დაათვალიერეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები