15 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პრემიერობისთვის რიში სუნაკი და ლიზ ტრასი იბრძოლებენ - როდის გაირკვევა ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი იბრძოლებენ.

კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მეხუთე რაუნდის შედეგად, დარჩენილი ორი კანდიდატი ზაფხულში პოლიტიკურ კამპანიას წარმართავს, რის შემდეგაც გაიმართება კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონსერვატიული პარტიის ათობით ათასი წევრი მიიღებს.

კენჭისყრის საბოლოო შედეგი და ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

დღის ამბები