15 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
ნედ პრაისის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ ის, რომ ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი -თამარ ტალიაშვილი 

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანსა ან მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის კომუნიკაციას" - ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ბრიფინგზე გააკეთა.

ნედ პრაისის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია დემოკრატიის მშენებლობის პროცესში საქართველოს გვერდით დგას და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადება დილიდან შეფასებების თემაა თბილისში.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ამერიკა- საქართველოს შორის ურთიერთობები იყო. 

"ნედ პრაისის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ ის, რომ ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკა არის საქართველოს მეგობარი და ის გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მომავალში. უნდა ითქვას, რომ ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობა დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ნებისმიერი ბუნდოვანება, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი იყოს ამერიკის და საქართველოს მეგობრობასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე ყველა კითხვაზე, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა იქნეს გაცემული და კიდევ ერთხელ, ნედ პრაისის განცხადებაში მთავარ ცენტრალური ხაზი არის საქართველოს და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა,"-აცხადებს თამარ ტალიაშვილი.

დღის ამბები