13 მაისი 2024,   22:07
ვრცლად
უკრაინაში ომის 153-ე დღეა - ოკუპანტები ცალკეულ ოლქებზე შეტევას კვლავ განაგრძობენ

უკრაინაში ომის 153-ე დღეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე , განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ხუთი დასახლება დაბომბეს.

მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს გარკვეული წარმატება აქვთ უგლე გორსკის ელექტროსადგურთან. რუსული ჯარები ქარხნის ტერიტორიის დაკავებას, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობენ.

აფეთქებების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა დონეცკის ოლქში, დაიწვა ნავთობის საცავი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები