03 ოქტომბერი 2024,   19:23
ვრცლად
სოციალურად დაუცველთა სტატუსის მიღება მარტივდება

სოციალურად დაუცველთა სტატუსის მიღების პროცედურები მარტივდება. ჯანდაცვის სამინისტრო სარეიტინგო ქულების დათვლის წესს ცვლის. ამ წუთებში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ახალი სისტემის პროექტს წარადგენენ. ინიციატივა სერგეენკოს უწყებამ გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით შეიმუშავა.

ქულების მინიჭება მოქალაქეებისთვის მოხდება არა იმის მიხედვით, აქვთ თუ არა საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაცივარი, გაზქურა, ტელევიზორი, არამედ იმის მიხედვით, აქვთ თუ არა მათ შემოსავალი. ასევე სოციალური აგენტის სუბიექტური მოსაზრებები არ იქნება გადამწყვეტი.

სოციალური დახმარების ახალი წესი ამოქმედდება პირველი დეკემბრიდან და იმ პირებს, რომლებმაც აქამდე ვერ მიიღეს სოციალური დახმარება იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები, შეეძლებათ ხელახლა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოიპოვონ სოციალურად დაუცველის სტატუსი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები