19 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორი თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორი თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. Die Zeit-ის ცნობით, საქმეს გერმანიის კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის ფედერალური სამსახური სწავლობს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებს აღნიშნული მაღალჩინოსნების რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობაში ეჭვი გაუჩნდათ.

გამოძიებამ აღნიშნული მაღალჩინოსნების ბიოგრაფიის შემოწმებისას საეჭვო ფაქტები აღმოაჩინა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მათგანი წარსულში რუსეთში იმყოფებოდა სასწავლებლად.

დღის ამბები