19 მაისი 2024,   06:22
ვრცლად
წვიმა, ქარი და სეტყვა - 4 სექტემბრის საღამოდან აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი

4 სექტემბრის საღამოდან აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით.  ტემპერატურა 4 სექტემბერს ღამით +19, დღისით კი +39 გრადუსი იქნება.

ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი 5-6 სექტემბერსაც და ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, 5 სექტემბერს +17 +33 გრადუსი იქნება და იქროლებს დასავლეთის ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით. 6 სექტემბერს ღამით +16, დღისით კი +29 გრადუსი იქნება.

ამინდი შეიცვლება დასავლეთ საქართველოშიც. 4 სექტემბერს ტემპერატურა +18+28 გრადუსი იქნება, ღამით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება  5-6 სექტემბერსაც. ტემპერატურა  +26 გრადუსამდე დაიკლებს.

უახლოეს დღეებში ნალექიანი ამინდი - ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია დედაქალაქშიც. 5 სექტემბერს გაძლიერდება ქარი 20-25 მ/წმ-მდე სიჩქარით. ტემპერატურა 4 სექტემბერს +39, 5 სექტემბერს +33, ხოლო 6 სექტემბერს +26 გრადუსი იქნება.

დღის ამბები