19 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
სოფია მელაძის კონცერტი - ესპანეთში მცხოვრები 15 წლის პიანისტი სამშობლოში პირველად დაუკრავს

ესპანეთის ისტორიულ მხარეში მცხოვრები 15 წლის პიანისტის პირველი კონცერტი სამშობლოში - სოფია მელაძე, ასაკის მიუხედავად ბასკეთის მხარეში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ქართველი მსმენელისთვის მას აქამდე არასდროს დაუკრავს, თუმცა ხვალ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზის კარი მისი სოლო კონცერტისთვის გაიხსნება.

15 წლის სოფია ბილბაოს კონსერვატორიაში სწავლობს და პიანისტია. ესპანეთში არაერთი კონცერტი გაუმართავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოველ წელს ჩამოდის, სამშობლოში აქამდე არასდროს დაუკრავს.

კონცერტამდე "კურიერის" კამერას უყვება, რომ საქართველოში კონცერტი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სურს, მისი შემოქმედება საქართველოს უკავშირდებოდეს.

პიანისტი ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, მსმენელისთვის ერთ საათიან პროგრამას დაუკრავს. 

დღის ამბები