19 მაისი 2024,   07:22
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია - 19 აგვისტოდან დღემდე მეხანძრე-მაშველები რამდენიმე კერას ერთდროულად ებრძოდნენ

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. 19 აგვისტოდან დღემდე მეხანძრე-მაშველები რამდენიმე კერას ერთდროულად ებრძოდნენ. სოფელი ქვაბისხევის გარდა ტყის ხანძარი ლიკანში, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკსაც გაუჩნდა, თუმცა მისი ჩაქრობა 3 დღეში მოხერხდა.

ადგილზე ასეულობით მეხანძრე-მაშველი, სამხედრო და ადგილობრივი მოხალისე მუშაობდა. დღეში არაერთხელ უწევდათ ტონობით წყლის დასხმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებსაც.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალიდან ბორჯომში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი.

ამ დროისთვის უცნობია, რა მასშტაბის ზიანი მიადგა ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობას.

მასშტაბური ხანძარი ბორჯომის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. მასთან გამკლავებას თითქმის ორი კვირის განმავლობაში 250 მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს ძლები, სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები და მოხალისეები ცდილობდნენ. ცეცხლის ქრობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ავიაცია. 

დღის ამბები