19 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
ერდოღანი საბერძნეთს დემილიტარიზებული კუნძულების "ოკუპაციაში" ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საბერძნეთი, ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულების ოკუპაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის "გააკეთოს ის, რაც საჭიროა", როცა ამის დრო მოვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ერდოღანმა საბერძნეთის ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, ისტორიიდან გაკვეთილები გამოიტანონ და 1922 წელს თურქეთის ჯარების მიერ იზმირის აღება გაიხსენა.

ერდოღანმა გააფრთხილა საბერძნეთი, რომ "მძიმე ფასს" გადაიხდის, თუ ის განაგრძობს თურქული გამანადგურებლების შევიწროებას ეგეოსის ზღვაზე და  სამხედრო ქმედებებზე მიანიშნა.

დღის ამბები