18 მაისი 2024,   14:19
ვრცლად
წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისის შემოგარენში სამივე ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია, ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

ცეცხლი გუშინ, დღის ბოლოს, ერთდროულად, სამ ადგილას გაჩნდა - ხანძარი იყო წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში. ცეცხლი ტყის საფარს წაეკიდა, საღამოს საათებში ქარის გაძლიერებამ ხანძრის მეტ ფართობზე გავრცელებას შეუწყო ხელი, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა სტიქიის შეჩერება შეძლეს. 

დღის ამბები