19 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
ეს არის ჩემი პრინციპი: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს - ზელენსკი

"ჩემი პრინციპია : არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი CNN-თან მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ჯერჯერობით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილს ვერ ხედავს და ამ დროისთვის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს.

"ვიცი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო გვიბიძგებს მინსკის პროცესის მიმართულებით. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ერთი არის დიპლომატიური გადაწყვეტა და მეორე არის მინსკი-2, -3, -5, -10. ეს სხვადასხვა რამეა, რადგან მინსკი ცარიელი ქაღალდია, რომელიც რუსეთს მომავალ შემოჭრამდე დასვენების საშუალებას მისცემს. მე ვერ ვხედავ მათგან კონსტრუქციულობის სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები - პუტინმა თუ ვინმე სხვამ. ეს არის ჩემი პრინციპი: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები