19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
შსს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - "ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ამჯერად გორში მიმდინარეობს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია - "ემეგობრე პოლიციას" გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - "ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ამჯერად გორში მიმდინარეობს. 

ღონისძიებას ესწრება გორის მუნიციპალიტეტის მერი. ლადო ხინჩიგაშვილთან ერთად იმყოფებიან  სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

"მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს  ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ, რათა იყვნენ უფრო დაცულები. ასევე იცნობდნენ პოლიციის საქმიანობას,"-აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ხინჩეგაშვილი.

ამასთან, ექსპერტ-კრიმინალისტი გიორგი უკლებას ინფორმაციით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოწყობილია იმიტირებული შემთხვევის ადგილი. 

"წარმოდგენილი გვაქვს რამდენიმე სივრცე, მათ შორის არის იმიტირებული შემთხვევის ადგილი, სადაც მოსულ სტუმარს ვუხსნით, თუ როგორ ხდება შემთხვევის ადგილზე მუშაობა. ასევე ყველა მოსულ სტუმრისთვის არის ქიმიური შოუ, რომელიც არის უსაფრთხო და თითის ანაბეჭდები ბავშვებისთვის, რომელსაც საჩუქარს ვატანთ,"-აცხადებს გიორგი უკლება.

დღის ამბები