19 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა

მგზავრი, რომელიც მეტროსადგურზე "თავისუფლების მოედანი" ლიანდაგებში ჩავარდა კლინიკაში გადაიყვანეს. 

რაც შეეხება მეტროს ფუნქციონირებას, ამ დროისთვის, მოძრაობა პირველ ხაზზე, ნაწილობრივ, აღდგენილია, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებების გამო, ჯერჯერობით, დაკეტილია  "თავისუფლების მოედანი".

"მგზავრი უკვე ამოვიყვანეთ, ახალგაზრდა ბიჭია, რის გამოც მეტრო გავაჩერეთ. რაც მთავარია, ცოცხალია. ამჟამად გადაყვანილია კლინიკაში. მეტრო ნაწილობრივ გაიხსნა. დამატებით რა მოხდა, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს",- აცხადებენ "თბილისის მეტროში".

დღის ამბები