03 ოქტომბერი 2024,   19:22
ვრცლად
შტორმის გამო გემები ფოთის პორტში შესვლას ვერ ახერხებენ

მესამე დღეა, ფოთის პორტში რამდენიმე გემი შესვლას ვერ ახერხებს.  მეზღვაურები ამბობენ, რომ მათ უკვე გაუსაძლისს პირობებში უწევთ ყოფნა, გაუთავდათ საკვებიც და ითხოვენ, რომ ხმელეთზე სამაშველო სამსახურის დახმარებით მაინც გადაიყვანონ.  

ერთ-ერთი მათგანი ოდესიდან კვირას წამოვიდა, რომელზეც საქართველოს და უკრაინის 55 მოქალაქეა გაჩერებული, მძღოლებმა ამ დრომდე არ იციან, როდის გადაიყვანენ გემიდან. მათ  უკვე ამოეწურათ საკვების მარაგი და დახმარებას ითხოვენ.

ზღვაში ჩარჩენილი მოქალაქეები ფოთის პორტის ადმინისტრაციას სთხოვენ, რომ გემის პორტში შეყვანამდე იქნებ მათი გადაყვანა მაინც მოხერხეს ხმელეთზე.

ჯერ უცნობია, შტორმის გამო შეზღუდვები  როდის მოიხსნება და როდის შეძლებენ  გემები ფოთის პორტში შესვლას.

დღის ამბები