27 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

გიორგი ცინდელიანის და როლანდ აფრასიძის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

როლანდ აფრასიძეს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. ხოლო გიორგი ცინდელიანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. მკვლელობა ბედობის საღამოს მოხდა- მხარეებს შორის შელაპარაკება სუფრაზე დაიწყო- მომხდარი, "კურიერის" ინფორმაციით, გვარებს შორის არსებულ ძველ დაპირისპირებას უკავშირდება.

დღის ამბები