19 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
ქვეყანა გრიპის ვირუსის პიკშია - როდიდან ელოდებიან სპეციალისტები შემთხვევების კლებას

ქვეყანა გრიპის ვირუსის პიკშია - ძირითადად გავრცელებულია სეზონური ვირუსები, მათ შორის ლიდერობს ე.წ. ჰონგ-კონგის ტიპი. სპეციალისტების განცხადებით, ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი ხუთჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის, გრიპი კი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვრის თვეზე მოდის და მისი თქმით, შემთხვევების კლება უნდა აღინიშნოს თებერვლის თვიდან. 

"თუ იქნება ქვეყანაში რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი, ეს პიკი დეკემბერ-იანვრის თვეზე მოდის. შესაბამისად, ახლა სწორედ ამ პერიოდში ვართ. ძირითადი მოცირკულირე ვირუსი არის გრიპის ვირუსი, კერძოდ, მისი ტიპის ფორმა და მისი ჯამური რაოდენობა შეადგენს 50%-ს. თუ ამ ვირუსების გაყოფას შევხედავთ, ყველაზე დიდი რაოდენობით მათ შორის არის H3N2 ტიპის ვირუსი, ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33%-ს შეადგენს. თუ ამ გრიპს და კორონავირუსს შეადარებთ, 5-ჯერ მეტია გრიპი ახლა ქვეყანაში, ვიდრე კორონავირუსი. შემთხვევების კლება უნდა აღინიშნოს თებერვლიდან, მინიმალური რაოდენობა უნდა დაფიქსირდეს მარტი-აპრილის თვეში და თუ ისე წავა ყველაფერი, როგორც პანდემიამდე პერიოდში, მაშინ ზაფხული უნდა გვქონდეს თავისუფალი,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები