19 მაისი 2024,   09:07
ვრცლად
ემბარგოს ქვეშ მყოფი რუსული პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში კონტრაბანდის საშუალებით ისევ შედის - ჩეხური მედიის ექსპერიმენტი

ჩეხეთის ჟურნალისტ-გამომძიებლების განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში კვლავ უწყვეტად გადის ის რუსული პროდუქტი, რომელზედაც ევროპის კავშირმა ემბარგო დააწესა, ინფორმაციას ამის შესახებ euractiv-ი ავრცელებს. 

ჟურნალისტებმა სიუჟეტის მზადებისას, მოაწყვეს სიმულაცია - გამომძიებელი რეპორტიორი, როგორც ბიზნესმენი, რომელიც ვითომ დაინტერესებული იყო რუსული ხე-ტყითა და რკინით, პირდაპირ კავშირში გავიდა რუს კონტრაბანდისტთან. ამით რეპორტიორებს იმის ჩვენება სურდათ, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულებაში სერიოზული ხარვეზებია. 

როდესაც ჟურნალისტი რუს კონტრაბანდისტებს ესაუბრა, მათ განუცხადეს, რომ საბუთებს ისე გააკეთებდნენ, თითქოს ტვირთი ევროპაში არა რუსეთიდან, არამედ ბულგარეთიდან მიდის.  

"თურქეთში ჩვენ შევცვლით წარმომავლობას, ამ დროს ყველა რუსული "მარკა" ქრება. თურქეთიდან საქონელს გადავიტანთ ბულგარეთში, ჩემს სხვა კომპანიაში, ამის შემდეგ იქიდან შეძლებ ყიდვას. ასე რომ, ქაღალდზე ჩანს, რომ ტვირთი არა რუსეთიდან, არა თურქეთიდან, არამედ ბულგარეთიდან შემოდის. ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი კი უზრუნველყოფს მის განბაჟებას," - უთხრა როჩალმა ჟურნალისტს.

კონტრაბანდისტმა რეპორტიორს ასევე გაუგზავნა ხელშეკრულების დოკუმენტაცია, რომელიც მან გააფორმა 2022 წლის სექტემბერში, როდესაც რუსული ხე-ტყე პოლონეთში გადაიტანა.

მან ასევე აღიარა, რომ ევროკავშირიდან რუსეთში ტყვიაგაუმტარი ჟილეტებისა და ჩაფხუტების ექსპორტს ახორციელებს.

ასევე გამოცემა, Financial Times-მა მოახერხა საუბარი სხვა კონტრაბანდისტთან, რომლის ინფორმაციით, მან იყიდა ევროპული საქონელი ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით, შემდეგ საქონელი წაიღო რუსეთთან საბაჟო კავშირში არსებულ ქვეყნებში, მაგალითად, ყაზახეთში და შემდეგ აღნიშნული პროდუქცია გააგზავნა რუსეთში. 

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ გასული წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყეს. 

 

დღის ამბები