27 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
საბერძნეთში 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც 2 საათში 8 შეიარაღებული ძარცვა განახორციელა

სალონიკში, 23 წლის ქართველმა 2 საათში 8 შეიარაღებული ძარცვა განახორციელა, ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ასაჯაროებს.  

ყაჩაღი-რეპერი - ასე მოიხსენიებს ბერძნული მედია ქართველ მამაკაცს, რადგან დაკავებული თავს სწორედ რეპერად ასაღებდა. 

როგორც გამოცემა იუწყება, 1999 წელს დაბადებული მამაკაცი ციხიდან 4 თვის წინ გამოვიდა.

მათივე ცნობით, პროკურატურის ბრძანების შემდეგ, დაკავებულის ვინაობის დამადასტურებელი დეტალები და ფოტოები გასაჯაროვდა. 23 წლის ქართველის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები: ქურდობა, ძარცვის მცდელობა, დაუმორჩილებლობა, იარაღის უკანონო ტარება და გამოყენება. 

დღის ამბები