19 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით წუხელ ფრენა ვერ შესრულდა -  მიზეზი  ბორტზე მყოფი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით წუხელ ფრენა ვერ შესრულდა. მიზეზი 60 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა, რომლის გადარჩენაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. რეისი თავდაპირველად რამდენიმე საათით გადადეს, შემდეგ კი გაურკვეველი დროით გადაიდო, რამაც მგზავრების გაღიზიანება გამოიწვია.

აეროპორტში მყოფი მგზავრები ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რასაც კამათიც მოჰყვა,  ადგილზე კი პოლიცია იყო მობილიზებული. მგზავრები ფრენის დროულად შესრულებას მოითხოვდნენ.

როგორც აეროპორტში განმარტავენ, აღნიშნული რეისის მგზავრებმა ბილეთები სხვადასხვა რეისზე გადაცვალეს და ამ დროისთვის აეროპორტში არ იმყოფებიან.

დღის ამბები