19 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - სააკაშვილის პროცესის პარალელურად, მისი თანაგუნდელები და ოპოზიციის ნაწილი სასამართლოს ეზოში შეკრებას გეგმავენ

სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - მიხელ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, მისი თანაგუნდელები და ოპოზიციის ნაწილი სასამართლოს ეზოში შეკრებას გეგმავენ. მოთხოვნა უცვლელია, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ან სასჯელისგან გათავისუფლება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათი გეგმები მოსამართლის განაჩენის შემდეგ გახდება ცნობილი.

"იმედს ვიტოვებ, რომ სასმართლო პროცესები არ იქნება გაჭიანურებული. იმიტომ, რომ არსებობს ყველანაირი საშუალება, ჩაინიშნოს მართლაც ყოველდღე პროცესები და მალე მიიღოს მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება, საბოლოო ვერდიქტი, აძლევს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის უფლებას. ველოდებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და შესაბამისად შემდეგ ჩვენი მოქმედებებიც იქნება ადეკვატური,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე. 

მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი კი სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

"ორი მექანიზმის მოქმედება მგონია მე ეფექტური: ერთი შიდა ხალხის პროტესტი და მეორე საერთაშორისო მექანიზმები. სხვა თავისი ნებით არავინ სააკაშვილს სამკურნალოდ არ გაუშვებს,. მივმართავდი სალომე ზურაბიშვილს, რომ ახლა არ არის კარგი განცხადებების დრო, არ არის ლამაზად საუბრის დრო, ახლა არის მოქმედებების დროს და თუ მართლა  სურს მას, რომ მან ღირსეული ადგილი დაიკავოს საქართველოს ისტორიაში არ უნდა დაუშვას, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდაიცვალოს საპატიმროში,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები