19 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
აჭარის აგროსერვის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ სამსახურიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, უმიზეზოდ გაათავისუფლეს

აჭარის აგროსერვის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე საუბრობს - ნინო თამაზაშვილი აცხადებს რომ სამსახურიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო უმიზეზოდ გაათავისუფლეს.

მისი თქმით ის ანტისაოკუპაციო, სახალხო პარტია "სამშობლოს" აფუძნებს, სწორედ ეს გახდა მისი აგროსერვისცენტრიდან გათავისუფლების მიზეზი.

ნინო თამაზაშვილმა მთავრობის სახლთან განცხადება გააკეთა და პერფორმანსი მოაწყო, მან რუსეთის დროშა ფეხით გათელა.

დღის ამბები