18 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
აქცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან - ექიმები და მძღოლები ხელფასების მატებას ითხოვენ

დილიდან საპროტესტო გზავნილები ისმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან. პროფკავშირებმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან ერთად, აქცია გამართეს. ექიმები და მძღოლები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

მედიკოსებს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სურთ. აქციის მონაწილეების თქმით, გროვდება ხელმოწერებიც.

დღის ამბები