19 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს - პროგნოზს სინოპტიკოსები აკეთებენ. მანამდე კი, უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დღესაც შენარჩუნდება.

სპეციალისტების ვარაუდით, დასავლეთ საქართველოში ნალექი იქნება დღესაც, იმერეთში მოსალოდნელია ძლიერი ქარი. დღეს თოვლს ელოდებიან კახეთსა და დედაქალაქშიც.

"დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი დღესაც შენარჩუნდება, ტემპერატურა 8-13 გრადუსამდე მოიმატებს. კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში კვლავ იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ზოგან სიჩქარე 20-25 მეტრსაც მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონში, კვლავ მცირე თოვლს ველოდებით, მათ შორის თბილისშიც, ტემპერატურა მინუს 1-დან 4 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 14 იანვრიდან გამოიდარებს მთლიანად საქართველოში, უნალექო ამინდები შენარჩუნდება რამდენიმე დღის განმავლობაში," - აცხადებს სინოპტიკოსი თამარ გულედანი.

დღის ამბები