18 მაისი 2024,   23:33
ვრცლად
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულება შევამციროთ - ისე უნდა განვვითარდეთ, რომ რაგბი ფულის მომტანი გახდეს-დავით კაჭარავა

რაგბის კომერციალიზაცია უნდა დავიწყოთ, - განაცხადა "ხალხის ძალის" წევრმა და რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, დავით კაჭარავამ.


მან ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დაფინანსებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაგბის მათზე ფინანსური დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. 

"ძალიან კარგია, რომ არსებობს მეცენატი ბიძინა ივანიშვილი და სახელმწიფო ამხელა თანხებს გვაძლევს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულება შევამციროთ. ყველა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. რაგბის კომერციალიზაცია უნდა დავიწყოთ. რაგბი უნდა გახდეს ფულის მომტანი", - აცხადებს დავით კაჭარავა. 

მისივე თქმით, ქართული რაგბისთვის გასული წელი წარმატებული იყო და განვითარება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. 

"გასულ წელს ქართულმა რაგბიმ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია - ავედით უმაღლეს საფეხურზე, რომელზეც საქართველო ჯერ არ ყოფილა. ამ სიმაღლის შენარჩუნება და კიდევ უფრო განვითარება უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა კაჭარავამ.

დღის ამბები