19 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
ჰააგაში ქართველმა ხელოვანმა ემიგრანტებმა ძველით ახალი წელი კონცერტით აღნიშნეს

ჰააგაში ქართველმა ხელოვანმა ემიგრანტებმა ძველით ახალი წელი კონცერტით აღნიშნეს. მათ ღონისძიებაზე ნახატები, ტიხრული მინანქარი და ქართული ღვინოები წარმოადგინეს.

კონცერტს ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მაყურებლის წინაშე ანსამბლი "ჰაი ლა იოკი" წარსდგა, რომლის წევრებიც ჰოლანდიელები არიან.

მათ მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვებმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. პუბლიკის წინაშე ქართველი და ჰოლანდიელი ფალავანებიც გამოვიდნენ, რომლებმაც ქართული ჭიდაობის ელემენტები წარმოადგინეს.

დღის ამბები