19 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი თანამშრომლებს მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

ირაკლი ქარქაშაძეს ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მას გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი, კრემსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საავიაციო მენეჯმენტში. ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი.

ამ დრომდე ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა. გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, რომელიც საქმიანობას ზედამხედველობას უწევს.

დღის ამბები