19 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, მისი მთავარი საკონსულტაციო ორგანოს - ფერმერთა სათათბიროს რეორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა

ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, მისი მთავარი საკონსულტაციო ორგანოს - ფერმერთა სათათბიროს რეორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა.

ფერმერთა სათათბიროს მიზანია მისი წევრი სექტორული ასოციაციების გამოცდილებისა და ცოდნის გაერთიანებით, ერთობლივად მოხდეს აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზებზე აქტიური მუშაობა.

ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, სათათბიროს მუშაობით დარგობრივ ასოციაციებს შესაძლებლობა ექნებათ რეგურალურად ჩაერთონ მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში და ოპერატიულად ითანამშრომლონ როგორც ერთმანეთთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დღის ამბები