19 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
აშშ-ს საელჩო: ეს არის აღიარება იმ დიდი შრომის, რომელიც აშშ-თან თანამშრომლობით საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ქვეყანაში C ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად გასწია

პირველად საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა.

კოლაბორაციული ცენტრის გახსნას ამერიკის საელჩო გამოეხმაურა და ყველა კლინიცისტს არსებული გეგმის განხორციელება მიულოცა. 

"ეს არის აღიარება იმ დიდი შრომისა, რომელიც შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ქვეყანაში C ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად გასწია.

ახალი ცენტრი იქნება მსოფლიოში 800 ცენტრისგან შემდგარი უზარმაზარი ქსელის ნაწილი, რომელიც ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის შესახებ ცოდნასა და გამოცდილებას წევრ ქვეყნებს გაუზიარებს. ვულოცავთ ყველა კლინიცისტს, მეცნიერს, კანონმდებელსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრს, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ამ გაბედული გეგმის განხორციელებაში," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

დღის ამბები