19 მაისი 2024,   05:40
ვრცლად
ჩინეთის მოსახლეობა თითქმის 1 მილიონით შემცირდა - ქვეყანაში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე სტატისტიკას BBC ავრცელებს

ჩინეთის მოსახლეობა 1961 წლის შემდეგ პირველად, მნიშვნელოვნად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

მედიის ცნობით, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობამ 1 411 750 000 ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 850 000-ით ნაკლებია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარდაცვალების მაჩვენებელმა შობადობის სტატისტიკას გადააჭარბა. შობადობის ინდექსი რეკორდულად დაეცა - 6,77 მშობიარობა 1 000 ქალზე.

ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს ინფორმაციით, 1976 წლის შემდეგ, 2022 წელს ჩინეთში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 7,37 გარდაცვალება 1 000 ადამიანზე, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 7,18-ს შეადგენდა. 

 No description available.  No description available.

დღის ამბები