19 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის სეიმის რეზოლუციას არამეგობრულ ჟესტად აფასებს

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის სეიმის რეზოლუციას არამეგობრულ ჟესტად აფასებს.

მისივე თქმით, ამ არამეგობრულ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა, ვინაიდან რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი, სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა, რომელიც, წულიკიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია.

"პოლონეთის სეიმიდან ვწუხვარ, მაგრამ უნდა ჩაითვალოს, რომ ეს არის არამეგობრული ჟესტი. თუმცა ამ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა და გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ ამ არამეგობრული ჟესტის, შესაბამისი რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი, ვანო მერაბიშვილი.

ჩვენს საზოგადოებას ახსნა-განმარტება არ სჭირდება ვინ არის ვანო მერაბიშვილი, თუ პოლონურ საზოგადოებას აქვს ამისი საჭიროება, რომ ავხსნათ ვინ არის ვანო მერაბიშვილი, ესეც შეგვიძლია, რომ ფაქტებით ავხსნათ რა კალიბრის კრიმინალთან გვაქვს საქმე და რისთვის იხდიდა ის სასჯელს. ასევე შეგვიძლია მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, გირგვლიანის და ბევრ სხვა საქმეზე, სადაც ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა," - აცხადებს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები