19 მაისი 2024,   00:53
ვრცლად
როგორია გელათის ტაძრის წინამძღვარის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის თქმით, სასულიერო პირს 50%-იანი დამწვრობა აღენიშნება

გელათის ტაძრის წინამძღვარი ქუთაისის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს. არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის შეფასებით, სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. ქაშიბაძის თქმით, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი.

"პაციენტი შემოვიდა 50%-იანი დამწვრობით. ქვემო კიდურები აქვს დამწვარი. გადმოგზავნილი იქნა ქუთაისიდან კატასტროფის ბრიგადით. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში," - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ "კურიერთან".

ცნობისთვის, გელათის მონასტრის ერთ-ერთ სენაკს ცეცხლი ბუხრიდან 16 იანვარს გვიან ღამით წაეკიდა. სასულიერო ხანძრის ჩაქრობას შეეცადა, რის შედეგადაც ცეცხლი მის ტანსაცმელს წაეკიდა.

დღის ამბები