18 მაისი 2024,   23:12
ვრცლად
ვრცელდება მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები - ტრაილერის მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე - სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ვიდეორეგისტრატორით გადაღებული კადრები, რომელიც ფეისბუქგვერდმა "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა,  15 იანვრით თარიღდება. 

როგორც გვერდის ადმინისტრაცია აღნიშნავს, მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა. 

ინფორმაცია დასაზუსტებლად "რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაწყებულია გამოძიება.

 

დღის ამბები