19 მაისი 2024,   00:08
ვრცლად
"ავერსის კლინიკაში" ახალი ექოსკოპიის აპარატის პრეზენტაცია გაიმართა

"ავერსის კლინიკაში" ახალი ექოსკოპიის აპარატის პრეზენტაცია გაიმართა. 2D-4D გამოსახულების მქონე ექოსკოპიის აპარატი ახალი სიტყვაა დიაგნოსტიკაში და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქალთა ჯანმრთელობის სფეროში.

ის იმართება ხელოვნური ინტელექტით და ავტომატიზებულია, რაც ექოსკოპისტს საშუალებას აძლევს, მიიღოს უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია რეკორდულ დროში და შესაბამისად, ამაღლებს დიაგნოსტირების ხარისხს. აპარატი საშუალებას იძლევა, ჩატარდეს მაღალი რეზოლუციის გამოკვლევები ორსულობის პირველსავე ტრიმესტრში ნაყოფის ჯანმრთელობის შესახებ ადრეული ინფორმაციის მისაღებად. 

დღის ამბები