19 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
წყალი 30 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

"20 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N7ა-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 იანვარს 12:00 საათიდან  21 იანვრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:
კრწანისის ქ. N7ა-თან ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარდების გამო, 20/01 12:00-დან 21/12 18:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; მეფე სოლომონ II ქუჩას შესახვევებით, კრწანისის ქუჩას; კრწანისის I, II, III გასავალს, კრწანისის 1 ჩიხს, კრწანისის II შესახვევს, კახა კაციტაძის, გრიგოლ ვოლსკის, ალიოშა ჯაფარიძის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N75-131(კენტებს), წინანაურის ქუჩას ჩიხებით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები