19 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
როგორია საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრში გადმოიყვანეს

საგარეჯოში ერთ-ერთი დაშავებული თბილისში კავკასიის მედიცინის ცენტრში გადმოიყვანეს. 

გოგონას ახლა თვალზე ოპერაცია უტარდება, დაშავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგონა იმ საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიაში მუშაობდა. გოგონას თვალში ნამსხვრევი აქვს მოხვედრილი და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. 

ექიმებს ჯერჯერობი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები