19 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
36 წლის კოკა ბერიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - ის 3 წელია იშვიათ და აგრესიულ სიმსივნეს ებრძვის

36 წლის კოკა ბერიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ის უკვე 3 წელია იშვიათ და აგრესიულ სიმსივნეს - ხორდომას ებრძვის. კოკა ბერიძეს უკვე ჩაუტარდა 3 ოპერაცია.

ამ ეტაპზე ესაჭიროება იმუნოთერაპიის და ტარგეტთერაპიის ერთწლიანი კურსი, რადგან ხორდომას ეს აგრესიული ფორმა არ ექვემდებარება ქიმიოთერაპიას. მძიმე დაავადების სამკურნალოდ 120 000 დოლარია საჭირო, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:

 

#GE75TB7073945061100009

#GE18BG0000000541164262

 

მიმღები : მარიამ ვადაჭკორია (მეუღლე)

დღის ამბები